როგორ აპირებენ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლას - ხელისუფლების ოპონენტები გეგმას 4 ნოემბერს 19 საათზე დაანონსებულ აქციაზე გაასაჯაროვებენ. კოალიცია "ძლიერი საქართველოს, კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საპროტესტო აქციებს არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზად მიიჩნევენ და ამავე დროს გაყალებების ფაქტების დასადასტურებლად მტკიცებულებებს აგროვებენ. გრძელდება თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის? თემაზე ვრცლად სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.