რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინელების 83 დრონი გაანადგურეს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 36 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 20 - ბრიანსკში, 12 - ყირიმში, 8- ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 4 - ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე და 3- ბელგოროდის ტერიტორიაზე.