აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან. მისი განცხადებით, ბრძოლის ველზე შესვლის შემთხვევაში, ისინი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გახდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს საარტილერიო, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებისა და ძირითადი ქვეითი ოპერაციების მიმართულებით წვრთნებს უტარებს. განცხადება ბლინკენმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შეხვედრის დროს მხარეებმა რეაგირების სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.