რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს, პოლტავას და ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად მაშველები დაშავდნენ. მისივე თქმით, დაზიანებულია სახანძრო მანქანები და სახანძრო განყოფილების ადმინისტრაციული შენობა. რუსებმა დრონებით პოლტავასაც შეუტიეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები ქალაქში ჩამოვარდა, რამაც არსებულ კერძო საცხოვრებელ კორპუსებსა და სამეურნეო შენობებში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულია ორი ადგილობრივი.