„საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა“ - ასე აფასებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია, ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს - Palitra News

„საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა“ - ასე აფასებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია, ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს

2024-11-01 09:25:09+04:00

„საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა“ - ასე აფასებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია, ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათვამია, რომ აშშ-ი და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას. ჰელსინკის კომისია ვარაუდობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.