საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მორიგ კრიტიკას იმსახურებს. მიზეზი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესისა და ევროკომისიის შეუსრულებელი რეკომენდაციების შემდგომ, ახლა უკვე ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული შესაძლო დარღვევებია. ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ. ოპოზიციის მტკიცებით,საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებები კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია შეუძლებელია.