ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებენ. კოალიცია "ძლიერი საქართველოს, კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსეს. სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმა. ქართული ოცნების კონკურენტები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ და გაყალებების ფაქტების დასადასტურებლად მტკიცებულებებს აგროვებენ.