პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ და მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ. არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ, სისტემური ხასიათის დარღვევებზე ყურადღებას ამახვილებენ იურისტებიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულსაც შეიცავდეს