საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივიდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების გამოძიება პროკურატურას დამოუკიდებლად შეუძლია, რადგან უკვე რამდენიმე დღეა მედია სივრცეში სავარაუდო კანონდარღვევების მტკიცებულებები ვრცელდება. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილის პროკურატურაში არ მისვლა დასტურია იმისა რომ პრეზიდენტს განცხადებების მიღმა არავითარი არგუმენტი არ გააჩნია. წამოწყებული გამოძიების ეფექტურობას ვერ ხედავს და თანამშრომლობაზე უარს ამბობს ოპოზიციის ნაწილი.