საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, ამ დროისთვის შეტანილია 1170 საჩივარი, რაც ცესკოს ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. კერძოდ, 2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს კი 1840 საჩივარი. ცესკოს ინფორმაციით, 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ საჩივრებშიც კლებითი ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს სულ წარმოადგინეს 629 საჩივარი, 2021 წელს 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში წარმოდგენილია 570 - საჩივარი.