ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სასამართლო და ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩივლო ბიძინა ივანიშვილთან. იმედი არ მაქვს, რომ სასამართლო ამდენ თვალნათლივ მტკიცებულებას დაინახავს, ის თვალს დახუჭავს. ახლა არის ჩვენი დრო, მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ ეს და სასამართლო პროტესტით უნდა ვაიძულოთ, უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არჩევნების მოპარვას. ფაქტობრივად, ეს არის უზურპაცია ძალაუფლების იმიტომ, რომ არჩევნები ჩაატარეს არათავისუფალ და არაფარულ გარემოში და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს, საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები არაკანონიერია და თუ პარლამენტი შეიკრიბება, თუ მთავრობას აირჩევს, ეს პარლამენტი ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის არის უკანონო”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.