კოალიცია „ძლიერი საქართველო” და ,,თავისუფლების მოედანი” წინააღმდეგობის მოძრაობას, სიმბოლურად, დედაენის ბაღიდან იწყებს, სადაც, როგორც ამბობენ, საზოგადოებამ წლების წინ, ქვეყანა გარუსებას გადაარჩინა. ლიდერების განცხადებით, დღეს ქვეყანა იგივე გამოწვევის წინაშე დგას. მოძრაობის მიზანია, არჩევნების შედეგების გამოძიება და საპროტესტო აქციები, რომელსაც, მშვიდობიანი და კანონიერი გზით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ლოკაციაზე გამოხატავენ. მოძრაობის ლიდერები, სამოქმედო გეგმას, 1 ნოემბერს, 19:00-საათზე, მზიურის პარკში გაასაჯაროვებენ.