ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსა და საარჩევნო დავებზე ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, ამიტომ არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. ანგარიშში საუბარია არჩევნების დღეს ჯამში 490 დარღვევაზე, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირდა. არჩევნების დღეს დარღვევებზე საუბრობს ისევ ოპოზიციაც.