„ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა. როგორც ასეთი მასშტაბური ობიექტების საზეიმო გახსნისთვის არის დამახასიათებელი, ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდენენ და სწორედ მათ მიერ აღინიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოში სსრკ-ის შემდეგ აშენდა. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 44.5 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 202 მილიონი კვტ.სთ. პროექტი „ქართულმა საინვესტიციო ჯგუფმა „ენერგიამ“ განახორციელა. ინვესტიციების მოცულობამ კი 63 მლნ დოლარს გადააჭარბა. არსებობს მოლოდნი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყო.