საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ფრენები 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორჯერ, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, არსებული ინფორმაციით ერთი გზის ფასი საშუალოდ 200 დოლარიდან დაიწყება და 400 დოლარსაც მიაღწევს. Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.