TikTok-ის დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, ჩჟან იმინის ქონება 49 მილიარდ ამერიკულ დოლარად ფასდება. 41 წლის ბიზნესმენმა TikTok-ის მფლობელი კომპანიის, ByteDance-ის გენერალური დირექტორის პოსტი 2021 წელს დატოვა, თუმცა მას კომპანიის აქციების 20% კვლავ ეკუთვნის. მისი ქონების ზრდაზე ByteDance-ის შემოსავლების მატებამ იმოქმედა - გასულ წელს, კომპანიის მოგება 30%-ით გაიზარდა და 110 მილიარდს დოლარს მიაღწია.