ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა - 15 საჩივრიდან კომისიამ 8 საჩივარი განიხილა და არც ერთი დააკმაყოფილა - Palitra News

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა - 15 საჩივრიდან კომისიამ 8 საჩივარი განიხილა და არც ერთი დააკმაყოფილა

2024-10-31 12:18:51+04:00

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. 15 საჩივრიდან კომისიამ გუშინ 8 საჩივარი განიხილა და არც ერთი დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიებისა და „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან და მას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. საოლქო კომისიის ადმინისტრაციის მოთხოვნით ერთ- ერთ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც საჩივრების განხილვის პროცესში, მიმდინარე პროცესს აპროტესტებდა, სხდომის დატოვება მოუხდა. 15-დან დარჩენილ 7 საჩივარს საოლქო კომისია დღეს განიხილავს.