ევროკომისიამ გაერთიანების გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და კვლავ ძალაში რჩება. ევროკომისია საქართველოს მთავრობას ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში გაჟღერებული გზავნილები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა შეაჯამა. ამ ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ. კონკრეტულად რა გზავნილები გაჟღერდა.