მისის მაკგინტი მკვდარია , ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1952 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით ერთ პატარა ინგლისურ სოფელში დღიურად დამლაგებლად მომუშავე მოხუც ქალბატონს კლავენ. ერთი შეხედვით მკვლელობის მოტივად ძარცვა იკვეთება , თუმცა საქმეში არსებულ გარეომოებებს ინსპექტორი მიჰყავს დასკვნამდე , რომ საქმე სულ სხვაგვარად არის და მკვლელობის მოტივი სულაც არაა ძარცვა! ამიტომაც ის ცნობილ ბელგიელ მეძებარს , ერკიულ პუაროს მიმართავს დახმარებისთვის , რომელსაც მოუწევს გარკვევა იმის თუ ვის შეუშალა ხელი მოხუცმა ქალბატონმა და რა იცოდა ასეთი რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა?! ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.