რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ტრამპმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯო ბაიდენმა მის მხარდაჭერებს ნაგავი უწოდა. მისი თქმით, ბაიდენი და არისი ვერ უხელმძღვანელებენ ამერიკას, რადგან მათ ისინი არ უყვართ. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კონკურენტი და დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის.