ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურებიან - Palitra News

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურებიან

2024-10-31 09:21:52+04:00

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურებიან. გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ისინი უერთდებიან მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, "დეტალურად და მიუკერძოებლად" გამოიძიონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ "მტკიცედ" უჭერენ მხარს საქართველოს მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, "რომელიც საერთო, ფუნდამენტურ ღირებულებებზეა დამოკიდებული".