26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების გამოძიებისკენ ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირიც მოუწოდებს - Palitra News

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების გამოძიებისკენ ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირიც მოუწოდებს

2024-10-30 21:09:44+04:00

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების გამოძიებისკენ ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირიც მოუწოდებს. ჯო ბაიდენი საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბაიდენის განცხადება არჩევნების ფაქტობრივი არაღიარების პირდაპირი დასტურია. ქართული ოცნების შეფასებით კი, ის ვინც არჩევნებზე ლეგიტიმური დასკვნა უნდა დადოს, არა ჯო ბაიდენო, არამედ ეუთო ოდირია.