საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს. პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა. მან მკაფიოდ არ თქვა მიდის თუ არა პროკურატურაში, თუმცა მოუწოდებს უწყებას, რომ პრეზიდენტთან პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტოს. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა მედიას წარუდგინა ვიდეომასალები, რომელშიც საარჩევნო უბნებზე სავარაუდო გადაცდომებია დაფიქსირებული.