Reuters - ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა - Palitra News

Reuters - ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა

2024-10-30 19:28:54+04:00

ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ყველასთვის, ვინც ამ წუთებში საყვარელ ადამიანებს ეძებს, მთელი ესპანეთი თქვენთან ერთად ტირის“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.