არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. პრეზიდენტის, მესამე სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და აცხადებენ რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ყოველდრიურად მძაფრდება. ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ ექსპერტებიც და აცხადებენ რომ ახლა "ქართული ოცნების" ოპონენტებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.