ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს - Palitra News

ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს

2024-10-30 15:20:12+04:00

ევროკომისია დღეს გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს - დოკუმენტი პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს. ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს. მოლოდინებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.