აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" განცხადებას ავრცელებს - რას ამბობენ სახელისუფლებო პარტიაში - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" განცხადებას ავრცელებს - რას ამბობენ სახელისუფლებო პარტიაში

2024-10-30 15:11:19+04:00

მორიგი კრიტიკული გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" საუბრობს. ბაიდენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკულ გზავნილს ოპოზიცია სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაუარა. კოალიცია ძლიერ საქართველოში ფიქრობენ რომ ბაიდენის განცხადება ფაქტობრივად არჩევნების სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი გუნდიც. რას ამბობენ სახელისუფლებო პარტიაში