ესპანეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვალენსიის მთავრობის ხელმძღვანელის, კარლოს მაზონის უკვე ნაპოვნია რამდენიმე ცხედარი, თუმცა მას კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. ესპანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთით მდებარე რეგიონებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. ესპანური მედიის ცნობით, ზოგიერთ რაიონში ერთ დღეში ერთი თვის ნორმაზე მეტი ნალექი მოვიდა. მთავრობამ ვალენსიაში ადგილობრივი საგანგებო სამსახურების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციების სპეციალიზებული სამხედრო დანაყოფი გაგზავნა.