გასულ ღამეს კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის დროს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოსა და კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების შედეგად ხანძარი სოლომენსკის რაიონში 9 სართულიანი შენობის მე-2 და მე-3 სართულებზე და 6 სართულიან ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 ადამიანი. მათ შორის 11 წლის ბავშვია.