საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის 101 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე თქვა, საქართველოს და თურქეთს ხანგრძლივი ურთიერთობა, კულტურული გაცვლებისა და საერთო ინტერესების ისტორია აკავშირებთ. მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან, საქართველო და თურქეთი ერთმანეთს გვერდში უდგანან, პატივს სცემენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და იდენტობას.