ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აგროვებს. ამბობენ რომ არჩევნები საქართველოს ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით მიიტაცა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შესაძლო კანონდარღვევების დროული შესწავლის საჭირობაზე საუბრობენ. მათი თქმით მიმდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ოპოზიცია ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის შექმნისკენ მოუწოდებს. გაყალბების რა მტკიცებულებებზე საუბრობენ პოლიტიკოსები.