არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები გრძელდება. პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან. პრეზიდენტის, მესამე სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და აცხადებენ რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ყოველდრიურად მძაფრდება. ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ ექსპერტებიც და აცხადებენ რომ ახლა "ქართული ოცნების" ოპონენტებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან.