აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" განცხადებას ავრცელებს. ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკულ გზავნილს ოპოზიცია სპეციალური ბრიფინგით უკვე გამოეხმაუარა. კოალიცია ძლიერ საქართველოში ფიქრობენ რომ ბაიდენის განცხადება ფაქტობრივად არჩევნების სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.