„ჰესის მშენებლობით ინვესტორებთან ერთად სარგებელი მოსახლეობამაც უნდა მიიღოს“ - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცემა „მონეტიზაციაში“ ისაუბრა. მელიქიძის განცხადებით ასოციაციას უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გენერაციის ობიექტის გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილი დაუბრუნდება ადგილობრივ თემს. მაია მელიქიძის განცხადებით აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივ თემს პროექტის განხორციელების ინტერესი თავად გაუჩნდება.
ადგილობრივმა თავად გადაწყვიტონ ამ თანხით გზას გაიყვანენ, წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს თუ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს“. - აცხადებს მელიქიძე. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი ინიციატივა არაერთ ქვეყანაში დაინერგა და ყველგან წარმატებით იმუშავა.
შეგახსენებთ, საქართველოში 3 მასშტაბური ჰიდროპროექტის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნული კი სახალხო პროტესტმა განაპირობა.