აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლივილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან მგალობლიშვილმა, იაპონიის ელჩს, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამრომლობის გაძლიერების საკითხებზე. ელჩმა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.