პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, "ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება". როგორც სოციალურ ქსელი გამოქვეყნებულ პოსტში პრემიერი აღნიშნავს, უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. კობახიძე ყურადღებას ამახვილებს უნგრეთის მნიშვნელოვან როლზე, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში.