ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გაჟღერება არ წყდება . ევროპელი ლიდერებისთვის საქართველოში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია. ისინი მოუწოდებენ ცესკოს და სხვადასხვა უწყებებს არჩევნების შედეგების გამოძიებისკენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან რომ ქართული ოცნების ქმედებებს ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს. მსგავსი პოზიცია აქვთ ექსპერტებს. მათი თქმით,საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა კვლავაც გაგრძელდება.