აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" განცხადებას ავრცელებს. ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ჯო ბაიდენის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთრი ხედვები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.