„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსში“ 26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ არჩევნების შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ამავე დროს, შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას წყვეტს. შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს, რომ "უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა". გარდა ამისა, კანადა ჩვენი ქვეყნის მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს.