მხოლოდ წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ით არის გაზრდილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 219 876 ერთეული გადაფრენა. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 ათას ტონას გადააჭარბა. 2023 წლის 9 თვესთან შედარებით, ტვირთბრუნვა 24%-ით არის გაზრდილი.