აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წელს მილიარდნახევარ დოლარს გადააჭარბებს. ასეთია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზი. 2012 წლიდან დღემდე, აგროპროდუქციის გამოშვება 7 მლრდ ლარიდან, 16.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2012 წლიდან დღემდე, სამჯერ არის გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და წელს, რეკორდულ მაჩვენებელს 1 მილიარდ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. მაგალითად შარშან საქართველოდან
საქართველოდან მილიონ 437 ათასი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა, რაც 15%-ით აღემატებოდა 2022 წლის
მაჩვენებელს. ძირითადად ექსპორტირებული იყო ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, უალკოჰოლო გაზიანი
სასმელები, კაკლოვანი ხილი და ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვი. აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 106
ქვეყანაში განხორციელდა.