Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, საინტერესოა რომელი მიმართულებითაა კადრებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა. მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 8 347 შეადგინა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 12.1%-ით მეტია. ამის შესახებ მონაცემები კვლევითმა ორგანიზაცია PMCG-იმ შეაჯამა. ამავე კვლევით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე ამავე პორტალზე ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 47 739 შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია. რაც შეეხება კატეგორიებს, აპრილიდან სექტემბრამდე ყველაზე მეტი - 10 773 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის და მენეჯმენტის სფეროებში, ხოლო 8 059 ვაკანსია იყო ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის დარგებში.