სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას - Palitra News

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას

2024-10-29 12:43:59+04:00

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. მისი თქმით, უკრაინაში ომი სამი წელია გრძელდება, ჩრდილოეთ კორეა არამხოლოდ აწვდის იარაღს რუსეთს, არამედ გზავნის იქ ჯარებს. სამხრეთ კორეის დაზვერვამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდ. კორეამ ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, მათ შორის ელიტარული სპეცრაზმი, ხოლო ვაშინგტონმა განაცხადა, რომ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩავიდა რუსეთში და წვრთნა გაიარა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნამდე. უკრაინის დაზვერვამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ რუსეთში გაწვრთნილი პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის რეგიონში. ეს მონაცემები ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც დაადასტურა.