მიხაილ როთი - გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღონ, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები - Palitra News

მიხაილ როთი - გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა მიიღონ, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები

2024-10-29 12:40:07+04:00

თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები.

„გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“, - აცხადებს როთი.