შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, "უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა" - როგორ აფასებენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს - Palitra News

შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, "უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა" - როგორ აფასებენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს

2024-10-29 12:36:00+04:00

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს. შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს, რომ "უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა". ამავდროულად, კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები არ წყდება. ამავე დროს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს რუსეთშიც გამოეხმაურნენ - კონკრეტულად როგორ აფასებენ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.