პეტერ ფიშერი - ვიქტორ ორბანი თბილისში ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით - Palitra News

პეტერ ფიშერი - ვიქტორ ორბანი თბილისში ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით

2024-10-28 16:42:05+04:00

დამაზუსტებელი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის: როდესაც ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროკავშირის პოზიციისთვის მიმართეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს“, - აცხადებს დიპლომატი.