ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, ამ დარტყმების შემდეგ თავი დაიცვას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა იყო ზუსტი, ძლიერი და მან ყველა სამიზნეს მიაღწია, ირანის მარიონეტულ არენაზე „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ეფექტური იარაღი აღარ არიან. ამასთან, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ირანს ისრაელთან ომი არ სურს, თუმცა მზადაა, თავდასხმას საკადრისი პასუხი გასცეს. მისივე თქმით, სიონისტურ აგრესიას სათანადო პასუხი გაეცემა.