საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ღიად აცხადებს, რომ ამ არჩევნების აღიარება რუსეთის საქართველოში შემოსვლას ნიშნავს. პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას დღეს 19 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და ქვეყნის მომავალს ყველა ბერკეტის გამოყენებით დაიცავენ.