საქართველოში ჩატარებულ არჩევმებთან დაკავშირებით ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გზავნილები არ წყდება. ისინი მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ რომ “ქართულმა ოცნებამ” ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან. რა განცხადებები ვრცელდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით და რა პასუხი აქვს თავად "ქართულ ოცნებას".