ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავდირებით პირველადი შეფასება გააკეთა. დამკვირვებლები წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების კენჭისყრის პროცესს დადებითად აფასებენ და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებული პოზიციები შეაფასეს ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას იმ დარღვევებზე ამახვილებენ, რომელშიც პირველად შეფასებაში ეუთო ოდირის წარმომადგენლაბმა ისაუბრეს. ოპოზიციის განცხადებით სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გახმოვანებული გზავნილები დასტურია,რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მიიტაცა.